LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაბნის მერია ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

189
Untitled design

„26 ივლისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი დაზიანდა. საბედნიეროდ, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა“, – ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანიასთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

ხიდის აღდგენასთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი პროცედურები, რაც მოიცავს პროექტირებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას.
სამუშაოები სწრაფი ტემპით განხორციელდება.

ხიდის დაზიანების გამო საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თბილისის შემოვლითი გზის მეშვეობით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g