გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცს დანით ჭრილობა მიაყენეს და ის ადგილზე დაიღუპა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინციდენტის ადგილიდან ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ტერიტორიაზე პოლიცია არის მობილიზებული.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
