თელავის მუნიციპალიტეტში ბიძამ დისშვილი დაჭრა. შემთხვევა სოფელ წინანდალში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
