არსებული ინფორმაციით, ვერაზე, შანიძის ქუჩაზე, სროლა იყო. ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გავრცელებული ცნობებით, სროლის შედეგად არიან დაჭრილები, ერთ-ერთი დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი.
საგამოძიებო მოქმედებები ტარდება შანიძისა და ხორავას ქუჩების კვეთაზეც, სადაც გაჩერებულია „ალფა რომეოს“ მარკის ავტომობილი. მანქანას რამდენიმე ტყვიის კვალი ეტყობა.
„ფორტუნა“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
