უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, „უკრაინაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი“. მისივე თქმით, ორივე მხარეს სჯერა, რომ გამარჯვება შეუძლიათ და იქამდე ბრძოლა სურთ, სანამ არ გაიმარჯვებენ.
„ორივე მხარეს საკუთარი სიმართლის სჯერა. უკრაინელებს თავდაცვის უფლების სჯერათ, რუსების თქმით კი, მათ საზღვარზე ნატო-ს ჯარები და იარაღი არ სურთ. ისინი პროვოცირებულ ომს ხედავენ. ისინი არ დანებდებიან, ეს პირდაპირ ესკალაციას იწვევს და მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.