LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამწუხაროდ, ჩემი ბავშვობის ნანატრი, ოქროს მედალი, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვერ მოვიპოვე.. ეს ხომ ცხოვრებაა და მე არ გავურბივარ სირთულეებს“ – გიორგი სარდალაშვილის ემოციური პოსტი

255
გიორგი სარდალაშვილი

21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, გიორგი სარდალაშვილმა მისთვის სადებიუტო პარიზის ოლიმპიადა მედლის გარეშე დაასრულა.

გიორგი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბავშვობის ოცნება ვერ აისრულა, მაგრამ დანებებას არ აპირებს და მიზნის მიღწევისთვის კიდევ ბევრს იშრომებს.

„რთულია სიტყვებს მოუყარო თავი, მაგრამ თქვენ იმხელა სითბო მაგრძნობინეთ ჩემო ქართველებო, რომ აუცილებლად უნდა დავწერო. ძალიან მიყვარხართ, მადლობა ყველას!!!

სამწუხაროდ, ჩემი ბავშვობის ნანატრი, ოქროს მედალი, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვერ მოვიპოვე. იყო ბევრი დაბრკოლება, მაგრამ არ დავიწყებ ამ ყველაფრის წერას. ეს ხომ ცხოვრებაა და მე არ გავურბივარ სირთულეებს.

აქამდე არ მესმოდა, როცა ამბობდნენ გამოცდილებით აჯობაო და ახლა უკვე ვიცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მარცხის შემდეგ მე და მწვრთნელები ათმაგად მოტივირებულები ვართ, ჩემი სურვილიც ათმაგად მეტია და წინ დიდი 4წელი მაქვს მოსამზადებლად. 2020 წელს, როცა ნაკრებში მოვხვდი, იქიდან დღემდე ალბათ სახლში ჯამში 20 ჯერ ვიქნები ნამყოფი, სულ შეკრებებზე ვიყავით. მე, ლექსო მასწავლებელი და დავით ქევხიშვილი, ამით კი იმის თქმა მინდა, რომ ამ სპორტს ყოველდღიურად ვაძლევ 100%-ს, ამიტომ ეს ისე არ ჩაივლის, რომ ჩემი სურვილების 100% არ დავიკმაყოფილო. ყველაფერი კარგად იქნება! გამომიცდია მარცხი და ყოველთვის ვგრძნობ, რომ ღმერთი უკეთესისთვის მამზადებს!“, – წერს გიორგი სარდალაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g