მომღერალი ანანო სამხარაძე და სპორტსმენი გიორგი სარდალაშვილი პირველ შვილს ელოდებიან.
წყვილი გოგონას მოლოდინშია და უთბილეს, ერთობლივ კადრებს სოციალურ ქსელში გვიზიარებენ.
„მოხდენილი წყვილი ხართ, ანანო ულამაზესი ორსულია“…„იხარეთ და იბედნიერეთ“, – ვკითხულობთ კომენტარებში.
შეგახსენებთ, გიორგი სარდალაშვილმა და ანანო სამხარაძემ გასულ წელს იქორწინეს.
