LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებს ევროპაში ანომალიური სიცხეების შესახებ აფრთხილებენ

122
5345

ტურისტებს აფრთხილებენ ანომალიური სიცხეების შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს 2024 წლის ზაფხულში დაატყდა თავს. ამის შესახებ Metro წერს.

როგორც ზუსტდება, მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველაზე მეტად საბერძნეთის მაცხოვრებლები და სტუმრები იტანჯებიან. ქვეყანა ბოლო 20 წლის განმავლობაში ტყის ხანძრების ყველაზე დიდი რისკის ქვეშაა. სახელმწიფოს მთავარი კულტურული ღირსშესანიშნაობა – აკროპოლისი – ტემპერატურის მკვეთრის მატების გამო საერთოდ დაიხურა.

მეტეოროლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურამ 46 გრადუსს მიაღწია. ივლისის ბოლომდე აგრილება ნაკლებადაა მოსალოდნელი, ამიტომ ექსპერტები ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები