2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ 30 ივლისს პირველი მედალი მოიპოვა – ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის ფინალში გავიდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ტატო გრიგალაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) ნახევარფინალში კორეელი იონ ჰვან ლი ვაზარით დაამარცხა, ფინალში კი ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ იაპონელ ტაკანორი ნაგასეს დაუპირისპირდა. შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.
ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ ტატო გრიგალაშვილმა გულშემატკივრებს და ოლიმპიადის მონაწილე ქართველ სპორტსმენებს მიმართა:
„მადლობა მოლოცვისთვის, მადლობა გულშემატკივრობისთვის. არ არის ქორო, მაგრამ რას ვიზამთ. ჩვენს დანარჩენ ოლიმპიელებს ისღა დარჩენიათ, რომ შეძლონ და ეს გამოასწორონ.
ვიცი, რომ ბიჭებს სწყურიათ გამოსვლაც, ბრძოლაც, იმედი მაქვს, ოქრო ყველას ექნება.
ვუსურვებ, რომ ბოლომდე დაიხარჯონ და შრომაც აუცილებლად დაუფასდებათ“, – აღნიშნა ტატო გრიგალაშვილმა.
🔸️პირველი მედალი პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან 🔸️ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია 🔸️ტატოს კომენტარი პარიზიდან
Posted by საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee on სამშაბათი, 30 ივლისი, 2024