თბილისის მერი კახა კალაძე ტატო გრიგალაშვილს ოლიმპიადაზე წარმატებას ულოცავს.
„ძიუდოში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს პირველი ვერცხლის მედალი მოუპოვა.
ვულოცავ ტატოს ამ ბრწყინვალე ასპარეზობას!
წარმატებები და გამარჯვებები ჩვენს ოლიმპიელებს!“ – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა – მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, 24 წლის ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის მედალოსანი გახდა.