LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Lamborghini Huracan-ის შთამომავალი – პაპარაცული კადრები

115
Lamborghini Huracan-ის შთამომავალი - პაპარაცული კადრები

Lamborghini Huracan-ის შთამომავლის პრემიერის თარიღი ცნობილია. სიახლე, რომელიც ადრე ქარხნული ინდექსით 634-ით იყო ცნობილი, სამ ძრავიან აგრეგატს მიიღებს და სახელი Temerario ერქმევა. სუპერქარის სიმძლავრე 900 ცხენის ძალა იქნება, რაც იმას ნიშნავს რომ ის წინამორბედზე ბევრად უფრო მძლავრი გამოვა. ამასთან, „აუდის“ V10 ძრავა ადგილს უფრო კომპაქტურ V8-ს დაუთმობს.

თუ როგორი იქნება Temerario-ს ვიზუალი ეს ცნობილი სულ რამდენიმე კვირაში გახდება: პრემიერა 16 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ Huracan-ის ფინალური ეგზემპლარი ამ წლის დეკემბერში გამოვა, ამის შემდეგ კი მოდელი კონვეიერზე ადგილს Temerario-ს დაუთმობს. Huracan-თან ტექნიკურად ძალიან ახლოს მყოფ Audi R8-ს კი პენსიაზე მომავალი წლის მარტში გაუშვებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები