მომღერალი ლელა წურწუმია ყოველთვის ანებივრებს თავის მსმენელს უახლესი სიმღერებით და კონცერტებით, რომელსაც ყველა სეზონზე მართავს. თითქმის წარმოუდგენელია, ზაფხული ლელას კონცერტის გარეშე, რომელიც ყოველთვის ანშლაგით ტარდება.
გამონაკლისი არც გუშინდელი კონცერტი იყო, რომელიც ბათუმში, კლუბ SOHO-ში ჩატარდა და მომღერალმა ბენდთან ერთად, კონცერტზე მისულ ადამიანებს დაუვიწყარი წუთები აჩუქა.
კახი მამულაშვილის განცხადებით, მომდევნო კონცერტი 9 აგვისტოს, ბათუმში, კვლავ SOHO-ში ჩატარდება.