LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯერჯერობით დაბერებას არ ვაპირებ… თქვენი მოლოცვები მაბედნიერებს… ტყუილად არ მიცხოვრია 45 წელი“ – დღეს სტეფანეს დაბადების დღეა, რას წერს მუსიკოსი

310
სტეფანე მღებრიშვილი

დღეს სტეფანე მღებრიშვილის დაბადების დღეა. როგორც ირკვევა მუსიკოსი 45 წლის გახდა. სტეფანე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ბედნიერია ამდენი მილოცვებით და საუკეთესო სურვილებით:

„უსასრულოდ მიყვარხარ“ – სოფო ნიჟარაძე სტეფანეს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

„ტყუილად არ მიცხოვრია 45 წელი, თქვენნაირი კარგი ხალხი რომ მილოცავს.
სოციალურ ქსელებამდე არ მიყვარდა ეს დღე, იმიტომ რომ რომელ ქალაქშიც არ უნდა იყო, ამ დღეს მეგობრებს ვერ შეკრიბავ. ბავშვობიდან ვინ სად იყო, ვერ გაიგებდი, ზოგი ზღვაზე, ზოგი მთაში…
ერთხელ 2018 ში გრანდიოზული კონცერტი დავგეგმეთ ამ დღეს და ისეთი შტორმი იყო, ზღვამ სცენა შეიტანა და წვიმამაც გადაიღო, როცა 3000 კაცი მოვიდა.
როგორ გამოვედით მდგომარეობიდან, ამ ამბავმა ჩემს ფსიქიკაზე კვალი დატოვა…
იმის მერე არც ვფიქრობ გადახდას და თქვენი მოლოცვები მაბედნიერებს  
ამ წელსაც ბევრ სიახლეს გპირდებით, ჯერჯერობით დაბერებას არ ვაპირებ“ – წერს მომღერალი. 

ტყუილად არ მიცხოვრია 45 წელი, თქვენნაირი კარგი ხალხი რომ მილოცავს. სოციალურ ქსელებამდე არ მიყვარდა ეს დღე, იმიტომ რომ…

Posted by Stephane Mgebrishvili on შაბათი, 03 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g