ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური „ინსტაგრამის“ გამომწერებს იმ ემოციებს უზიარებს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ქართველმა ძიუდოისტმა განიცადა.
ჩემპიონი სოციალურ ქსელში ახალ ფოტო და ვიდეო მასალას ავრცელებს.
ლაშას გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს იზიარებენ მისი გამომწერები:
„ოქრომჭედელო… ლეგენდა კაცი… შენ გენაცვალე ჩვენი გახარებისთვის… “ – წერენ „ინსტაგრამში“ ჩემპიონის გულშემატკივრები.
ცნობისთვის, ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან ფინალში იაპონელი საშირო მურაო დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.