ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. თენგიზ ცერცვაძეს პატივი მოქალაქეებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიაგეს. მათ შორის, სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, ავადმყოფობის შედეგად 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფოტო: ინტერპრესნიუსი