LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

McLaren-ი ფორმულა ერთის ბოლიდების სახელწოდებას მეორედ შეცვლის

26

”ფორმულა ერთის” გუნდმა, McLaren-მა თავისი ისტორიის განმავლობაში მეორედ გადაწყვიტა ბოლიდებს სახელი შეუცვალოს. ბრიტანული კოლექტივის ახალ ავტომობილს, რომელიც 24 თებერვალს გამოჩნდება, MCL32 ერქმევა. ამის შესახებ გუნდის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერია.

ამ დრომდე McLaren-ის ავტომობილების ინდქსი MP4-ით იწყებოდა. ის 1981 წელს შემოიღეს, მანამდე კი ბოლიდები ატარებდნენ ინდექსებს, რომლებიც თავის თავში ასო M-ს, ციფრს, ან რიცხვს და კიდევ ერთ ასოს აერთიანებდნენ, რომლებიც შასის მოდიფიკაციაზე მიუთითებდნენ. McLaren-ის პირველ ავტომობილს ფორმულა ერთისთვის M2A ერქვა, დღეისათვის ბოლო მოდელის დასახელება კი ასეთია MP4-31.

2017 წლის სეზონზე McLaren-ის ”ფორმულა ერთის” გუნდს ფერნანდო ალონსო და სტოფელ ვანდორნი წარმოადგენენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები