LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: წარმოგიდგენთ ორბორბლიან McLaren-ს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია

110
წარმოგიდგენთ ორბორბლიან McLaren-ს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია

აი ასე გამოიყურება ყველაზე ხელმისაწვდომი McLaren. ეს არის ელექტრო სკუტერი. სკუტერების მწარმოებელი კომპანია Pure Electric ავტომწარმოებელს დაუმეგობრდა და ორი სკუტერისგან შემდგარი ხაზი, სახელწოდებით Pure x წარადგინა.

სიახლის ბაზად Pure-ის უკვე არსებული მოდელი Advance+ გამოიყენეს, რომელსაც 3 განსაკუთრებული შეფერილობა შეურჩიეს. ერთი სკუტერის ფასი 899 ფუნტი სტერლინგია.

სკუტერები ელექტრონული აგრეგატითაა დაკომპლექტებული, რომელსაც 710 ვატის სიმძლავრე აქვს. ძრავას სწრაფად აჩქარება და აღმართზე მარტივად ასვლა შეუძლია. ჩამონტაჟებული აკუმულატორი სკუტერს ერთი დამუხტვით 50 კილომეტრის გავლის საშუალებას აძლევს. სკუტერის წონა 16 კილოგრამია, მომხმარებლის მაქსიმალური წონა კი 120 კილოგრამს არ უნდა აჭარბებდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები