LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: McLaren-მა Lego-ს ავტომობილი ააგო და ტრეკზე გაიარა

105
McLaren-მა Lego-ს ავტომობილი ააგო და ტრეკზე გაიარა

McLaren P1-მა, რომელიც Lego-სგანაა აგებული, სარბოლო ტრასაზე გაიარა. „ჰიპერქარი“ 300 ათასზე მეტი დეტალისგან ააგეს, თანაც ზოგიერთი დეტალი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნეს. ძრავის აგრეგატისთვის ელექტრო ძრავები გამოიყენეს და ისინი Lego Technic Function-ის ელემენტზე მუშაობენ. იმისათვის, რომ ავტომობილს ერთი დამუხტვით მეტი მანძილის გავლა შესძლებოდა, ელექტროქარის ელემენტიც დაამატეს.

Lego-ს კუბიკებისგან აგებული ავტომობილები არც თუ ისე დიდ იშვიათობას წარმოადგენს. თუმცა ეს McLaren P1 არამხოლოდ გამოიყურება ისე როგორც ნამდვილი მანქანა, არამედ გადაადგილებაც შეუძლია.

McLaren-ის პილოტმა სარბოლო ტრასაზე ერთი წრის გაკეთება მოასწრო და ამის მიღწევა სრულად ფუნქციური საჭის მექანიზმით და Lego-ს სხვა კომპონენტებით მოხერხდა. მანქანის აგებაზე 23 ადამიანისგან შემდგარი გუნდი 8 344 საათი მუშაობდა და 342 817 დეტალი გამოიყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები