LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ოდიშარია: „თამაში დასრულებულია – პარტია „ლელო“ აღარ არსებობს“

245
ბექა ოდიშარია

„თამაში დასრულებულია – პარტია „ლელო“ აღარ არსებობს“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წაგებული დავა შეაფასა.

ბექა ოდიშარიას თქმით, მისთვის გაუგებარია, „რა მოტივაციით შეიძლება დარჩნენ პოლიტიკაში ის ადამიანები, რომლებიც მოწადინებულები იყვნენ, რომ ქართველი ხალხი გაეძარცვათ“:

„ლელოდ“ წოდებული ლობისტური კომპანია, რომელიც ანაკლიის პროექტზე პარაზიტირებას ცდილობდა და მიიღწვოდა, რომ ქართველი ხალხისთვის იმ დროინდელი ბიუჯეტის ერთი მეოთხედი გამოეგლიჯა და ჯიბეში ჩაედო, არის პირწმინდად დამარცხებული, არა მხოლოდ ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ მიერ, არამედ საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ.

რატი ბრეგაძის ცნობით, ანაკლიის საქმეზე მოსარჩელეს $650 000 გადახდა დაეკისრა – რა განცხადებას აკეთებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“

„მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება.“

თამაში დამთავრებულია და ახლა რა მოტივაციით შეიძლება დარჩნენ პოლიტიკაში ის ადამიანები, რომლებიც მოწადინებულები იყვნენ, რომ ქართველი ხალხი გაეძარცვათ, ჩემთვის გაუგებარია. პარტია „ლელო“ აღარ არსებობს“. – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო.

იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საქართველოსთან საარბიტრაჟო დავა წააგეს.

ფოტო: „პუბლიკა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g