LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმას „მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა

228
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქში შეჭრით უკრაინამ „მორიგი მასშტაბური პროვოკაცია“ განახორციელა.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებთან ისაუბრა.

„ჩვენი შეხვედრის შემდეგ დაუყოვნებლივ მექნება შეხვედრა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან, თავდაცვის სამინისტროსთან, გენერალურ შტაბთან, FSB-სთან, ვგულისხმობ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ზონას.

მედია: „უკრაინელი სამხედროები რუსეთში, კურსკის ოლქში შეიჭრნენ“

როგორც ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) წერს, არსებობს ამ ადგილებში გადაღებული ვიზუალური მასალა, რომელშიც დაზიანებული და მიტოვებული ჯავშანტექნიკა ჩანს, თუმცა რთულია იმის დადასტურება, ეს ტექნიკა უკრაინულია თუ რუსული.

მოვისმენ კიდევ ერთ მოხსენებას ჩემი კოლეგებისგან იმის შესახებ, თუ რა ხდება კურსკის ოლქში“. – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოდან რუსეთში კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g