რატომ ძნელდება 30+ ასაკიდან წონაში კლება – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ რეაბილიტოლოგმა შალვა აბულაძემ ისაუბრა.
რა ართულებს წონის კლებას?
ალბათ ბევრისგან გაგიგონიათ, რომ რომ ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტად უჭირთ ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა. მიზეზი მეტაბოლიზმის შენელების ტენდენციაა, რასაც კუნთების ზომის შემცირება, ნაკლები აქტიურობა და ორგანოთა ბუნებრივი დაბერება განაპირობებს. გარდა წონის აუხსნელი მატებისა, მეტაბოლიზმის შენელებამ შესაძლოა თავი იჩინოს ქრონიკული დაღლილობით, კანის სიმშრალით, ტკბილი პროდუქტებისადმი მიდრეკილებით, დეპრესიით… საბედნიეროდ, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება მეტაბოლიზმის ასაკობრივი შენელების წინააღმდეგ.
ფიზიკური აქტივობის ხარისხი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეტაბოლიზმის სიჩქარეზე. დღის განმავლობაში დახარჯულ კალორიათა 10-30% სწორედ ვარჯიშსა და სხვა არასავარჯიშო აქტივობების წილად მოდის.
ჩვენთან მომართვიანობა სწორედ მეტაბოლიზმის ასაჩქარებლად და წონაში კლების მხარდასაჭერად ხდება, სადაც სპეციალისტები უკვე აქტიურად გამოიყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს. როგორებიც არის: კავიტაცია, ენდოსფერო, პრესოთერაპია, კრიოლიპოლიზი.
ასევე ხშირ შემთხვევაში საჭიროა ენდოკრინოლოგის ჩართულობა, რათა კვების რაციონი სწორად იქნეს დარეგულირებული.
რით განსხვავდება კავიტაცია ენდოსფეროსგან?
ამ საუკუნის აღმოჩენა, ენდოსფერო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროცედურად აპარატულ პროცედურებში. ვაკუუმის ნაცვლად მეთოდი ვიბრაციასა და კომპრესიაზეა დაფუძნებული, რაც საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ დაზიანებები და სწრაფად მიიღოთ აბსოლუტურად საოცარი შედეგები – წონის სწრაფი დაკლება და ლამაზი ფიგურის მიღება.
ის ტარდება თავაკში თაფლის სკას პრინციპით მოთავსებული მბრუნავი როლერებით. თავაკის მოძრაობა ვიბრაციას და კომპრესიას ქმნის. ქსოვილებში მიკროვიბრაციის წყალობით აქტიურდება სისხლის მიკროცირკულაცია და ჩქარდება მეტაბოლური პროცესები, ხოლო კომპრესია იწვევს თხევადი ნიადაგების გადინებას და დეტოქსიკაციის პროცესებს.
ხოლო კავიტაცია ბგერითი სიხშირით ახდენს სხეულზე ზემოქმედებას, შლის და ათავისუფლებს სხეულს არასასურველი ცხიმისგან.
რა აუცილებელი მნიშვნელობა აქვს ხელით მასაჟს პროცედურის დროს?
აპარატურული ჩარევის შემდეგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხეულზე ჩატარდეს ხელით მასაჟი. დამუშავდეს რბილი ქსოვილი გაკეთდეს ლიმფოდრენაჟი, რადგან სასურველი შედეგი მიღებული იქნას იმაზე სწრაფად, ვიდრე მხოლოდ აპარატურული ჩარევა მოგვცემს.
რა დროს ვიყენებთ რფ ლიფტინგს, რადიო ტალღას და რა სიხშირით?
ამ უნიკალურ თერაპიას მივმართავთ მაშინ, როდესაც ჭარბი ცხიმისგან ვათავისუფლებთ სხეულს, რომელიც უკვე საჭიროებს მოშვებული კანის რეგენერაციას. კანსა და კანქვეშა ცხიმოვან უჯრედებს კონტროლის თანხლებით ახურებენ 40-42°С-მდე, მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველით. ასეთ ტემპერატურამდე გახურებისას კანში ხდება კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების რესტრუქტურიზაცია, ისინი მოკლდება, ჩქარდება მათი განახლება, კანის ფართობი მცირდება და იქმნება ლიფტინგის ეფექტი, ამიტომ RF-თერაპიას, რომლის ზემოქმედება უმთავრესად კანისკენაა მიმართული, ეწოდება RF-ლიფტინგი.