LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „სალომე ზურაბიშვილი აქტუალური არ არის, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მარიონეტია – რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ხოლმე“

134
ირაკლი კობახიძე

„სალომე ზურაბიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ და არა საქართველოს პრეზიდენტი, ერთი მარტივი მარიონეტი. მის სიტყვას და განცხადებას ფასი არ აქვს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტსა და მოხალისე დამკვირვებლის კამპანიაში მის ჩართვაზე საუბრის დროს აღნიშნა, „სალომე ზურაბიშვილი აქტუალური არ არის“.

„ის არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მარიონეტი, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ხოლმე. ეს არის ერთადერთი როლი და ფუნქცია. ის არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი და არა საქართველოსი. საკონსტიტუციო სასამართლომ მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, შემდეგ კი მან თავად აღიარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილს აღიარებული აქვს, რომ კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტია.

თანამდებობა შეინარჩუნა მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ „ნაცმოძრაობამ“ იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მიუღებელი ისაა, როცა შენი ხელისუფლება, შეგნებულად და დაჟინებით ანგრევს და ანადგურებს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს“ – პრეზიდენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g