LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისინი ბევრად უფრო მალე შევლენ პარლამენტში, ვიდრე ეს შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს… მე მგონია, თვითონ თუ ვერ მიხვდებიან „ტოპტვინები“ ამ ყველაფერს, არიან გარე „ტოპტვინები“, რომლებიც ალბათ რჩევას მისცემენ…“ – კობახიძე ოპოზიციაზე

131
ირაკლი კობახიძე

„შემოვლენ, თუ არ შემოვლენ პარლამენტში, მათი გადასაწყვეტია. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ უმარტივესი ზომები დავუპირისპიროთ მათი მხრიდან საბოტაჟის ნებისმიერ მცდელობას. მათ შორის, კონსტიტუცია, პარლამენტის რეგლამენტი გვანიჭებს ათასგვარ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ არავითარი ფასი არ ჰქონდეს მათ საბოტაჟს“– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ხელისუფლებას აქვს ყველანაირი რესურსი, რომ უმარტივესი ზომები დაუპირისპიროს ოპოზიციის მხრიდან „საბოტაჟის ნებისმიერ მცდელობას. მათ შორის, კონსტიტუცია“:

„როცა 4 წლის წინ ჩვენ მოლაპარაკებები დავიწყეთ, პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავედით, მაშინვე ვთქვით, რომ ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში აღარ განმეორდებოდა და ეს ძალიან კარგად იციან ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. ამიტომ შემოვლენ, თუ არ შემოვლენ პარლამენტში, მათი გადასაწყვეტია.

ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ უმარტივესი ზომები დავუპირისპიროთ მათი მხრიდან საბოტაჟის ნებისმიერ მცდელობას. მათ შორის, კონსტიტუცია, პარლამენტის რეგლამენტი გვანიჭებს ათასგვარ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ არავითარი ფასი არ ჰქონდეს მათ საბოტაჟს. შესაბამისად, მე მგონია, თვითონ თუ ვერ მიხვდებიან „ტოპტვინები“ ამ ყველაფერს, არიან გარე „ტოპტვინები“, რომლებიც ალბათ რჩევას მისცემენ ამასთან დაკავშირებით.

მე არ მგონია, რომ მათ დიდხანს სცადონ საბოტაჟის წარმოება, რადგან ნულოვანი რესურსი აქვთ ამისთვის და რჩევებსაც მიიღებენ შესაბამისს. ამიტომ მგონია, რომ, საბოლოო ჯამში, ისინი ბევრად უფრო მალე შევლენ პარლამენტში, ვიდრე ეს შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს“,- განაცხადა პრემიერმა “იმედის” ეთერში, რომლის კომენტარსაც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g