LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა

167
ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სინგაპურის პრეზიდენტს, თარმან შანმუგარატნამს, პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს და სინგაპურის პარლამენტის სპიკერს, სია კიან პენგს შეხვდება.

„დაგეგმილია ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებთან შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იქნება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები.

პრემიერ-მინისტრი სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები