მწვერვალ შხელდაზე, 34 წლის ალპინისტის, არჩილ ბადრიაშვილის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მთელი ქვეყანა შეძრა.
დღეს სოციალურ ქსელში ვრცელდება უამრავი ემოციური სტატუსი, რომლებშიც არჩილ ბადრიაშვილის მიღწევებსა და რეკორდებზე საუბრობენ.
გარდაცვლილ ალპინისტს მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.
„ცოცხალ ლეგენდებს ვერ იტევს მიწა!
არჩილ ბადრიაშვილი – საქართველოს საუკეთესო ალპინისტი!
ეპოქის დასასრული!
ოქროს წერაყინის მფლობელი, პირველი ადამიანი არაერთ მწვერვალზე, ჰიმალაის მწვერვალებზე ახალი მარშრუტების ავტორი – მსოფლიო დონის მთამსვლელი მიიბარა სვანეთის შხელდამ!
მთასავით დიდებული და სუფთა ბიჭი იყო არჩილი, საიმედო და საამაყო!
ვინ მოთვლის რამდენჯერ სიამაყით გავმართულვართ წელში არჩილის მიღწევების გამო! კიდე ბევრჯერ უნდა გვეამაყა და მოგვეყოლა რომ ლეგენდა გვყავდა, თანაც ცოცხალი!!!
შხელდამ ჩაიხუტა გულში, ნაპრალმა ჩაჰკიდა ხელი, მყინვარმა გადახვია მხარი, მთამ მისად დაიტოვა ჩვენი მეგობარი.
ნუ შეგეშინდებათ მთის ხალხო, აწი აჩი გაგვიწევს მფარველობას!
მადლობა დიდო ბიჭო!
კიდევ შევხვდებით“, – წერს მესტიის მკვიდრი ვიკა ფილფანი სოციალურ ქსელში.
ცოცხალ ლეგენდებს ვერ იტევს მიწა! არჩილ ბადრიაშვილი – საქართველოს საუკეთესო ალპინისტი! ეპოქის დასასრული! ოქროს…
Posted by Vika Pilpani on ორშაბათი, 12 აგვისტო, 2024
ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე დღეს იპოვეს. მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.
ფოტო სლაიდზე: საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია