შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ძებნილი, წარსულში ნასამართლევი ნ.მ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ნ.მ.-მ მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთი კომპანიის კურიერს თ.ს.-ს ორივე ფეხის არეში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„სამი ტყვია აქვს მოხვედრილი“ – თბილისში „გლოვოს“ კურიერი დაჭრეს
„თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ნ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ძებნილი, წარსულში ნასამართლევი ნ.მ. დააკავეს. ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ვრცლად: police.ge/page/998
Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on სამშაბათი, 13 აგვისტო, 2024