LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Glovo ღიაა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის… საფუძვლიანად იკვლევს ინციდენტის გარემოებებს ჩვენი გუნდიც“ – რა განცხადებას ავრცელებს კომპანია, სასტიკად ნაცემი და დაჭრილი „გლოვოს“ კურიერის შესახებ

157
გლოვო

„Glovo ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო, რომელიც ჩვენს პარტნიორ კურიერს უკავშირდება. გვსურს, გულითადი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კურიერის ოჯახს და ახლობლებს ამ რთულ პერიოდში, ხოლო კურიერს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვოთ“ – ამის შესახებ ნათქვამია კომპანია „გლოვოს“ განცხადებაში.

ოფიციალურ განცხადებას, რომელსაც კომპანია რამდენიმე დღის წინ დაჭრილ კურიერთან დაკავშირებით ავრცელებს ნათქვამია, რომ კომპანია თანამშრომლობს სამართალდამცავ უწყებებთან და თავადაც იკვლევს ინციდენტს.

„სამი ტყვია აქვს მოხვედრილი“ – თბილისში „გლოვოს“ კურიერი დაჭრეს

მათივე თქმით, Glovo კურიერის ოჯახს ფინანსურადაც დაეხმარება:

„Glovo ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო, რომელიც ჩვენს პარტნიორ კურიერს უკავშირდება. გვსურს, გულითადი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კურიერის ოჯახს და ახლობლებს ამ რთულ პერიოდში, ხოლო კურიერს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვოთ.

Glovo-ს პარტნიორი კურიერების უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ინციდენტის შეტყობინების წუთიდან ჩვენ ვინარჩუნებდით მჭიდრო კავშირს კურიერის ოჯახთან, უზრუნველვყავით ყოვლისმომცველი მხარდაჭერა და დამატებითი მითითებები შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

როგორია დაჭრილი და სასტიკად ნაცემი „გლოვოს“ კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას ამბობენ მედიკოსები?

Glovo ღიაა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის, ამასთან ერთად, ჩვენი გუნდი, თავის მხრივ, საფუძვლიანად იკვლევს ინციდენტის გარემოებებს. ვრჩებით მჭიდრო და მუდმივ კავშირზე კურიერთან და მის ოჯახთან და ვიღებთ გადაწყვეტილებას, ფინანსური დახმარება გავუწიოთ მათ ჩვენი სადაზღვევო პროვაიდერის დახმარებით და საკუთრივ Glovo-ს მხრიდან“ – ნათქვამია განცხადებაში.

„ჩემმა შვილმა მითხრა, რომ თითების ამპუტაცია იქნება საჭირო“ – როგორია დაჭრილი გლოვოს კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ცნობისთვის, 6 ივლისს, თბილისში „გლოვოს” კურიერი დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

„გლოვოს“ კურიერის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამაც. ბრალდებული ამ დრომდე მიმალვაშია.

შეძლეს თუ არა ექიმებმა სასტიკად ნაცემი და დაჭრილი „გლოვოს“ კურიერის ფეხის შენარჩუნება – რას ამბობს ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები