„Glovo ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო, რომელიც ჩვენს პარტნიორ კურიერს უკავშირდება. გვსურს, გულითადი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კურიერის ოჯახს და ახლობლებს ამ რთულ პერიოდში, ხოლო კურიერს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვოთ“ - ამის შესახებ ნათქვამია კომპანია Glovo-ს განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ, სასტიკად ნაცემი და დაჭრილი „გლოვოს“ კურიერის, თემო სიგუას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - ამის შესახებ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, მაია მახარაშვილმა განაცხადა.