„ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი მსახიობი, ანა ტყებუჩავა სოციალურ ქსელში სამცხე ჯავახეთში მოგზაურობის ვიდეოს ავრცელებს.
მსახიობი გამომწერებს იმ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს უზიარებს, რაც საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში მოგზაურობისას განიცადა.
„ულამაზესი რაბათი და საფარა“ – წერს მსახიობი.
როგორც ჩანს მსახიობი მეგობრებთან „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობებთან – მაკა ძაგანიასთან და ნინო გაჩეჩილაძესთან ერთად მოგზაურობს.
ანას გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ გოგონები მოგზაურობით კმაყოფილები არიან.
„ულამაზესი კუთხეა♥️… მიყვარხართ და მომენატრეთ გოგოებო“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.