ლეგენდარულ მსახიობს, რობერტ დე ნიროს 81 წელი შეუსრულდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ აღნიშნა იუბილე ვარსკვლავმა. ახლახან შთამბეჭდავი და ემოციური პოსტი მისმა 56 წლის ქალიშვილმა, დრენა დე ნირომ გააზიარა. ვიდეოში რობერტი იახტიდან წყალში ხტება.
„81 წლის იუბილეს ვულოცავ ჩემს, N1 მამას. მთელი გულით მიყვარხარ“, – წერს დე ნიროს ქალიშვილი.
ცნობისთვის, ფილმის. „ერთხელ ამერიკაში“ ვარსკვლავი 7 შვილის მამაა. ყველაზე პატარა ქალიშვილი მას გასულ წელს, ტიფანი ჩანისგან შეეძინა. წყვილი ერთად უკვე 4 წელია ცხოვრობს.
„სურს ჰოლივუდელ ქალბატონებს დაემსგავსოს“ – 80 წლის რობერტ დე ნირო და მისი საცოლე გლამურულ წვეულებაზე