25 ნოემბერიდან ეკრანებზე ფრენჩაიზის – Fockers მეოთხე ნაწილი – Focker In-Law გამოჩნდება.
კომედია, რომელშიც მთავარ როლებს რობერტ დე ნირო და ბენ სტილერი ასრულებენ, პირველად მაყურებელმა Meet the Parents-ის სახელით, 2000 წელს იხილა. შემდეგი ნაწილები – Meet the Fockers და Little Fockers, 2004 და 2010 წლებში გამოვიდა.
კინოსურათში მოვლენები კვლავ ფოკერებისა და ბერნსების ოჯახის გარშემო განვითარდება, რომელშიც არიანა გრანდეს სახით ახალ პერსონაჟსაც ვიხილავთ.
ეს უკანასკნელი განასახიერებს FBI-ს ყოფილ მძევალთა მომლაპარაკებელს, ოლივია ჯონსს, რომელიც სტილერის პერსონაჟის, გრეგ ფოკერის ვაჟის რჩეულია და დისფუნქციურ ოჯახში თავის დამკვიდრებას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ ოლივია ადვილად მოიპოვებს დე ნიროს გმირის, მისი ბოიფრენდის ბაბუის, ჯეკ ბერნსის ნდობას, თუმცა სტილერი აღმოჩნდება ეჭვიანი მამის როლში, რომელიც მის წინააღმდეგ ილაშქრებს.
სიუჟეტი სწორედ გრანდესა და სტილერის პერსონაჟების კომიკურ დაპირისპირებაზეა აგებული, რაც კინოსურათის ოფიციალურ თრეილერშიც გამოჩნდა.