არიანა გრანდე პოპულარული ანთოლოგიური სერიალის – „ამერიკული საშინელებათა ისტორია“ მე-13 სეზონში აღარ გამოჩნდება. მიზეზი მისი მიმდინარე მუსიკალური ტურნესა და სატელევიზიო შოუს გადაღებების შეცვლილი გრაფიკის შეუთავსებლობა გახდა.
გრანდეს მონაწილეობა პროექტში 2025 წლის ,,ჰელოუინზე” დაანონსდა. სერიალის საწარმოო ვადების გადანაცვლებამ პირდაპირი კონფლიქტი შექმნა მის მასშტაბურ მუსიკალურ ტურნესთან. დროის დეფიციტის გამო, არიანამ ახალი სეზონისთვის ვერცერთი სცენის გადაღება ვერ მოასწრო, რის გამოც იძულებული გახდა მას გამოთიშვოდა.
ამ დანაკლისის მიუხედავად, პროექტის ავტორი, რაიან მერფი მაყურებელს ნამდვილ „ვარსკვლავთცვენას“ ჰპირდება. მე-13 სეზონში ძველი, საკულტო შემადგენლობა ბრუნდება, მათ შორის: სარა პოლსონი, ევან პიტერსი, ჯესიკა ლენგი, ანჯელა ბასეტი და ემა რობერტსი.
სეზონი დაანონსდა, როგორც სერიალის მე-3 სეზონის, „კოვენი“ (Coven) პირდაპირი გაგრძელება.
მსახიობები ნიუ-იორკში უკვე აქტიურად მუშაობენ. American Horror Story-ის ახალი სეზონის პრემიერა ტელეკომპანია FX-სა და პლატფორმა Hulu-ზე, მიმდინარე წლის 24 სექტემბერს არის დაგეგმილი.