LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-მა ჰიბრიდული ,,ლამაზმანი” წარმოადგინა

19

გერმანული ბრენდი – Mercedes ტრადიციულად განაგრძობს ადამიანების გაოცებას. ჟენევის ავტოსალონზე, კომპანიამ წარმოადგინა ჰიბრიდული პროტოტიპი სახელწოდებით Mercedes-AMG GT Concept, რომელიც უახლოეს მომავალში გამოჩნდება მსოფლიო ასპარეზზე. მოდელის შესახებ ჩვენ უკვე გესაუბრეთთუმცა, დღეს უკვე ცნობილი გახდა დეტალები მოდელის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ. 

ჰიბრიდული ,,ლამაზმანი’’ Mercedes-AMG GT Concept-ი 805 სიმძლავრის ძრავითაა აღჭურვილი რომელიც ბენიზინის 4 ლიტრიანი ბიტურბო ტიპისაა.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილი ასევე აღჭურვილია ელექტროძრავით, რომელიც მსუბუქ, თუმცა საკმაოდ მძლავრ ბატარეებთან ერთად ნამდვილად ზრდის მოდელის წარმადობას.

100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას ჰიბრიდი 3 წამში ახერხებს. მოდელი ფაქტიურად წარმოადგენს პირველ სამოქალაქო ავტომობილს, რომელმა მიიღო სისტემა – EQ Power+.

გთავაზობთ ოფიციალურ ფოტოებს: