LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის სახლის მიმდებარედ 20 აგვისტოს 00:00-დან 05:00-მდე მოძრაობა შეიზღუდება – მერია

144
2024-08-19_22-37-17_320642

თბილისის მერიის ცნობით, იუსტიციის სახლის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება.

„იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მოძრაობის შეზღუდვა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 აგვისტოს 00:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს. გზა ორივე მიმართულებით გადაიკეტება“, – წერს მერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g