მექსიკელი მამაკაცი პორნოსთან ბრძოლაში დაიღუპა. „მეტროს“ ინფორმაციით, შემთხვევა მეხიკოში, მთავარი მაგისტრალის სიახლოვეს მოხდა.
გზაზე განთავსებულ უზარმაზარ ეკრანზე მოულოდნელად პორნოგრაფიული ფილმი ჩაირთო, რამაც მძღოლებში დაბნეულობა და ტრასაზე არეულობა გამოიწვია. ადგილზე მაშინვე მაშველები გამოიძახეს, რათა ავარიული სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დასრულებულიყო. ერთ-ერთი მაშველი პორნოს გამოსართავად ბოძზე აცოცდა, თუმცა ფეხი აუსრიალდა და ძირს ჩამოვარდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც ბილბორდის მფლობელმა კომპანიამ მოგვიანებით განაცხადა, პორნო მათ არ ჩაურთავთ და უბრალოდ ჰაკერების მსხვერპლნი გახდნენ. თუმცა, დაღუპული მეხანძრის ოჯახს ბოდიში მაინც მოუხადეს.
https://www.youtube.com/watch?v=xQQEsYuJ740