LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედიაში 72 წლის მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დააკავეს

180
Untitled design (1)

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირია დაკავებული.

„გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა სამტრედიაში, მეზობელ ქალს – 1952 წელს დაბადებულ ნ.ხ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g