LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი სახლი უცხოელ ტურისტებს აღარ მიიღებს.

28

ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობა დამთვალიერებლებისთვის კვლავ ღიაა, თუმცა უცხოელი მოგზაურები მის ნახვას ვეღარ შეძლებენ. თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ უცხოელმა ვიზიტორებმა რეზიდენციაში მოსახვედრად საკუთარი ქვეყნების საელჩოებს უნდა მიმართონ და ექსკურსია მათთან ერთად დაგეგმონ, თუმცა იქვეა ნახსენები, რომ ამ მომენტისთვის განცხადებების მიღება შეჩერებულია. თეთრი სახლის ნაცვლად ტურისტებს პენტაგონის მონახულებას ურჩევენ, რაც მათთვის არანაკლებ საინტერესო იქნება.

შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ტურები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დროებით შეაჩერეს და წესით, მარტის დასაწყისში უნდა აღდგენილიყო, თუმცა როგორც ჩანს, ეს მხოლოდ შტატების მოქალაქეებს ეხებათ.

 

https://travel.rambler.ru/news/9924/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები