LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმმა – ,,დედპული და ვულვერინი” NSYNC-ის ჰიტი Bye Bye Bye ტრენდად აქცია

182
deadpool-nsyncjpg

Marvel-ის უახლესი ფილმის – ,,დედპული და ვულვერინი” პრემიერიდან მალევე, სოციალური ქსელი ახალმა ტრენდმა მოიცვა. კინოსურათის ის სცენა, რომელშიც რაიან რეინოლდსის პერსონაჟი NSYNC-ის ჰიტზე – Bye Bye Bye ცეკვავს, ინტერნეტმომხმარებლებმა პოპულარულ ტენდენციად აქციეს. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ისინი სიმღერის თანხლებით ისევე ცეკვავენ, როგორც ფილმის ინტროში – ,,დედპული”.

ბოლოდროინდელი გამოცდილება ცხადყოფს, რომ ძველი ჩანაწერების ფილმებსა თუ სხვა სახით გაცოცხლება, მათ ხელახლა აღმოჩენას განაპირობებს. ცოტა ხნის წინ, ფილმების – Saltburn და Anyone but You გავლენით, იგივე წარმატება სოფი ელის-ბექსტორისა და ნატაშა ბედინგფილდის 2000-იანების ჰიტებმაც გაიმეორეს.

აღსანიშნავია, რომ კინოსურათის მუსიკალურ ნაწილში, ყველა დროის საუკეთესო არაერთი სიმღერა ჟღერს.

ნატაშა ბედინგფილდის მოულოდნელი გამოჩენა და მომღერლის გაცოცხლებული ჰიტი

გაირკვა, რომ ფილმის დასაწყისში, ,,დედპულის” ნიღაბს ამოფარებული პიროვნება, რეალურად 47 წლის მსახიობი არ არის. Მის ნაცვლად სცენაში მონაწილეობა პროფესიონალმა მოცეკვავემ, ნიკ პოლიმ მიიღო, რომელმაც შთამბეჭდავი საცეკვაო ნომერი დადგა.

ნიკ პოლი ცნობილია ისეთი არტისტების სიმღერების კლიპებიდან, როგორებიცაა ნიკი მინაჟის Barbie Tingz, დოჟა ქეთის Get Into It (Yuh) და კეტი პერისა და სკიპ მარლის Chained to the Rhythm.

Deadpool & Wolverine ქართულ კინოგაქირავებაში, 25 ივლისს ჩაეშვა. ფილმში, ,,ვულვერინს” ჰიუ ჯეკმანი განასახიერებს. ფილმმა მსოფლიო მასშტაბით, 1,147,848,023 დოლარი გამოიმუშავა.

„დედპული და ვულვერინი“ ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

@colecionatoy BTS: Deadpool (bye, bye) #colecionatoy #deadpool #wolverine #hughjackman #marvel ♬ Bye Bye Bye – From Deadpool and Wolverine Soundtrack – *NSYNC
@nathanlust Deadpool Dance Tutorial 🕺 #deadpool #wolverine #deadpoolwolverine #marvel #nsync #nathanlust ♬ Bye Bye Bye – From Deadpool and Wolverine Soundtrack – *NSYNC
@apollosant1 Quem já assistiu o novo filme do DEADPOOL? #deadpool #dancer ♬ Bye Bye Bye – From Deadpool and Wolverine Soundtrack – *NSYNC
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები