LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატაშა ბედინგფილდის მოულოდნელი გამოჩენა და მომღერლის გაცოცხლებული ჰიტი

150
natasha-bedingfield-unwritten-top-20-anyone-but-you

დიდი ხნის შემდეგ, ნატაშა ბედინგფილდი საჯაროდ გამოჩნდა. 42 წლის შემსრულებელი People’s Choice Awards-ზე წარდგა.

წითელ ხალიჩაზე გაბრწყინების შემდეგ, ის სცენაზეც ვიხილეთ.

ყველასთვის ცნობილია, რომ ძველი ჩანაწერების ფილმებში და სხვა სახით გაცოცხლება, მათ ხელახლა აღმოჩენას განაპირობებს.

Saulburn-ის გავლენით, სოფი ელის-ბექსტორის 2001 წლის სიმღერის – Murder on the Dancefloor ,,ვირუსულ ჰიტად” ქცევის შემდეგ, როგორც ჩანს იგივე ბედის გაზიარებას, ამჯერად მისი ახალზელანდიელი კოლეგის ადრინდელი ნამუშევარიც აპირებს.

სოფი ელის-ბექსტორმა დრო უკან დააბრუნა – არტისტი ,,ბაფტაზე” გამოვიდა

საუბარია სინგლზე – Unwritten, რომელიც ინგლისელმა მომღერალმა 2004 წელს გამოუშვა.

ფილმში – Anyone but You გამოყენების შემდეგ, კომპოზიციის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ამას კი ხაზი ,,ხალხის რჩეულთა დაჯილდოებაზეც” გაესვა, როცა ყველასთვის მოულოდნელად, ფილმში მონაწილე მსახიობებმა, სიდნი სვინმა და გლენ პაუელმა სცენაზე თავად ჰიტის შემსრულებელს უხმეს.

კაილი მინოუგმა და ლენი კრავიცმა People’s Choice Awards-ზე იმღერეს – საღამოზე ,,ხალხის რჩეულები” გამოვლინდნენ

ემოციური მომენტი პუბლიკამაც გაიზიარა, რომელიც ხელახლა გაცოცხლებულ მუსიკას ხმამაღლა აჰყვა.

ცნობისთვის, ნატაშა ბედინგფილდი სიმღერით – Unwritten, კარიერაში პირველად და ერთადერთხელ, ,,გრემიზე” წარადგინეს. 2007 წელს მან ,,ქალის საუკეთესო პოპ ვოკალური პერფორმანსის” ნომინაცია მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები