12, 14 და 17 ოქტომბერს, კინოთეატრებში დოკუმენტური ფილმის – ALWAYS LALISA ხილვა იქნება შესაძლებელი. ფილმი ეკრანებზე BLACKPINK-ის წევრის, ამასთან, დამოუკიდებელი არტისტის, ლისას ცხოვრების გზას დეტალურად ასახავს.
ფილმში ნაჩვენები იქნება ლისას ევოლუცია – გზა ტაილანდელი გოგონადან გლობალურ სუპერვარსკვლავობამდე. ფილმი დეტალურად აღწერს იმ წელსაც, როცა BLACKPINK-მა დროებითი შემოქმედებითი პაუზა აიღო, ლისამ კი სოლო კარიერა წამოიწყო.
ფილმის მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება, ხოლო გლობალურ კინოთეატრებში, მათ შორის IMAX ფორმატში, 12 ოქტომბრიდან გამოჩნდება.
მოგვიანებით, წლის ბოლოსთვის, დოკუმენტური ფილმი ხელმისაწვდომი გახდება YouTube Premium-ის სტრიმინგ პლატფორმაზეც.
შეგახსენებთ, რომ ლისა 23 ოქტომბერს ახალ, 6-ტრეკიან სოლო მინი-ალბომს – Press Play გამოუშვებს. როგორც ცნობილია, მისი მონაწილეობით უახლოეს მომავალში, ორი ახალი ფილმი გამოვა – ის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ,,ნეტფლიქსის” ფილმში – Tygo, ასევე გამოჩნდება ახალ რომანტიკულ კომედიაში.