BLACKPINK-ის წევრმა, ლისამ ახალი სოლო მინი-ალბომი, Press Play დააანონსა. არტისტის ინფორმაციით, EP, რომელიც 6 ტრეკს გააერთიანებს, გაყიდვაში 23 ოქტომბერს ჩაეშვება.
პროექტის პირველი სინგლის, SaWaDiKa რელიზი, 3 სექტემბერს შედგება.
აღსანიშნავია, რომ ეს პერიოდი ჯგუფის სხვა წევრებისთვისაც ძალიან აქტიურია.
28 აგვისტოს, ჯენი 5-ტრეკიან EP-ის – Fallen Angel, ხოლო ჯისუ 4 სექტემბერს ახალ სინგლს, Click გამოუშვებს.
ლისა ლას-ვეგასში საკონცერტო რეზიდენციას აანონსებს