LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Anyma-ს ვიზუალური რევოლუცია ,,კოაჩელაზე” – დიჯეის სეტს ლისა შეუერთდა

128
photo-collage.png (18)

Anyma-ს გამოსვლა ,,კოაჩელას” მთავარ სცენაზე ნამდვილი ვიზუალური რევოლუცია იყო. იტალიელ-ამერიკელი დიჯეისა და პროდიუსერის სეტი ფესტივალის მეორე უიკენდზე შედგა. აღსანიშნავია, რომ მისი პერფორმანსი ფესტივალის პირველ უქმეებზე ძლიერი ქარის გამო გაუქმდა.

შოუს ,,ჰაილაითად” სცენაზე ლისას მოულოდნელი გამოჩენა იქცა. Blackpink-ის წევრი პუბლიკის წინაშე Anyma-სთან თანამშრომლობით შექმნილი ტრეკის – Bad Angel შესრულებით წარდგა.

სანახაობა გამორჩეული იყო ფუტურისტული CGI ეფექტებითა და ლისას სახის გიგანტური ციფრული ანგელოზის ჰოლოგრამით, რომელიც პირდაპირი ეთერის მაყურებლისთვის ცაზე ჩანდა.

საგულისხმოა, რომ ამ დროს YouTube-ის პირდაპირ ეთერში წარმოდგენას თვალს 800,000 ერთდროული მაყურებელი ადევნებდა, რაც ფესტივალის ისტორიაში სტუმრის სტატუსით გამომსვლელისთვის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.

ცნობისთვის, სიმღერა Bad Angel მელოდიური ტექნოსა და პოპის ნაზავია, რომელიც 8 აპრილს გამოვიდა და მალევე ჰიტი გახდა. ლისა მასში თავის ვოკალურ დიაპაზონს აჩვენებს, რაც ერწყმის Anyma-ს დამახასიათებელ ელექტრონულ ჟღერადობას. კოლაბორაციის კლიპი სავსეა სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით, სადაც ლისა განასახიერებს არსებას, რომელიც ადამიანურ ემოციასა და ხელოვნურ ინტელექტს (AI) შორის არსებულ ზღვარზე დგას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები