LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ბიბერის ისტორიული ,,კოაჩელა” – რეკორდები, რომლებიც არტისტმა ფესტივალზე დაამყარა

366
photo-collage.png (11)

ჯასტინ ბიბერმა ,,კოაჩელას” ისტორიაში რამდენიმე რეკორდი დაამყარა, თუმცა მისი გამოსვლა საკმაოდ არაორდინალური გამოდგა.

არასტანდარტული და მინიმალისტური ფორმატის გამო, არტისტის გამოსვლა ფესტივალზე არაერთგვაროვანი შეფასებების საგანი გახდა. მომღერალმა ტრადიციული მასშტაბური შოუს ნაცვლად, სცენაზე ლეპტოპი გამოიყენა და კლასიკური ჰიტების ნაწილი პირდაპირ YouTube-დან ჩართო.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პრაქტიკული მიზეზი, რის გამოც მან კარიერის პოპულარული ჩანაწერები სრულად არ შეასრულა, შეიძლება იყოს ის, რომ 2022 წელს მუსიკალური კატალოგის უფლებები, მათ შორის ისეთი გლობალური ჰიტები, როგორებიცაა – Baby, Sorry და Love Yourself, $200 მილიონზე მეტად გაყიდა. ამის გამო აქცენტი ახალ მასალაზე, 2025 წლის ალბომებზე – Swag და Swag II გადაიტანა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ალბომები მისი საკუთრებაა და მათზე სრული კონტროლი აქვს, ფესტივალის მასშტაბური პლატფორმა მან გამოიყენა ახალი ბრენდის დასამკვიდრებლად და არა ძველი ჰიტების „უფასო“ რეკლამირებისთვის, საიდანაც ძირითად მოგებას უკვე სხვა კომპანია იღებს.

ძველი სიმღერების YouTube-იდან ჩართვით და მათზე კარაოკე სტილში გადამღერებით, მან ეს პროცესი წარმოაჩინა არა როგორც „ლაივ შესრულება“, არამედ როგორც „წარსულის გახსენება“.

ამით მან ხაზი გაუსვა, რომ ეს სიმღერები მისი ისტორიის ნაწილია, მაგრამ დღეს ის უკვე სხვა ეტაპზეა.

სწორედ ამიტომ იმ ფონზე, როცა ,,კოაჩელაზე” მისი გამოსვლა 4-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი დიდი შოუ იყო, ბევრმა გულშემატკივარმა ეს ფორმატი მისთვის ემოციური განკურნების პროცესად მიიჩნია.

განსაკუთრებული რეზონანსის პარალელურად, უნდა აღინიშნოს, რომ ჯეი ბი ფესტივალის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ჰედლაინერად იქცა. მან საერთო ჯამში, რეკორდული ჰონორარი, $10 მილიონი მიიღო.

ამასთან, მისი გამოსვლის ვიდეომ ,,ინსტაგრამზე” რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა — სულ რაღაც 12 საათში ის 64.9 მილიონმა, 24 საათში კი 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. პერფორმანსი Google-ში ასევე ყველაზე ,,სერჩვადი” გახდა. ყველაზე ,,მოწონებადი” აღმოჩნდა მისი პერფორმანსის პოსტიც სოციალურ ქსელში.

ბიბერის დაბრუნების გამო, 2026 წლის ფესტივალზე დასასწრები ბილეთები პოსტ-პანდემიურ ეპოქაში ყველაზე სწრაფად, 3 დღეში გაიყიდა, ხოლო ბილეთების ფასმა მეორეულ ბაზარზე რეკორდულ 3,481 დოლარს მიაღწია.

ცნობისთვის, ჯასტინ ბიბერი ,,კოაჩელას” მეორე ,,უიკენდის” ფარგლებში სცენაზე, 18 აპრილსაც წარდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები