LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ბიბერმა ,,კოაჩელაზე” სიმღერა ბილი აილიშს მიუძღვნა

122
photo-collage.png (4)

,,კოაჩელას” მეორე უიკენდის ფარგლებში, ფესტივალის მთავარ სცენაზე, ჯასტინ ბიბერის მორიგი პერფორმანსი გაიმართა. წინას მსგავსად, არტისტი პუბლიკის წინაშე მინიმალისტური, თუმცა სენტიმენტალური შოუთი წარდგა.

ჯასტინ ბიბერის შოუ ,,კოაჩელაზე”, რომელმაც ინტერნეტი ააფეთქა – მინიმალისტური პერფორმანსი თუ იმპროვიზებული წარმოდგენა?

ჯასტინ ბიბერის ისტორიული ,,კოაჩელა” – რეკორდები, რომლებიც არტისტმა ფესტივალზე დაამყარა

პერფორმანსის ,,ჰაილაითად” ჰიტის – One Less Lonely Girl შესრულება იქცა. ამ დროს ჯეი ბიმ ტრადიციული ნომერი დადგა. ყველასთვის მოულოდნელად, მან ,,იღბლიანი ფანის” როლში სცენაზე ბილი აილიში გამოიყვანა, ცენტრში მოთავასებულ სკამზე დასვა და 2009 წლის სიმღერა მას მიუძღვნა.

ეს იყო სიმბოლური მომენტი, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ბავშობაში აილიში ბიბერის ერთგული ფანი იყო.

აღსანიშნავია, რომ აილიში ბიბერს პირველად სწორედ ,,კოაჩელაზე”, 2019 წელს შეხვდა. იმავე წელს ბილიმ კუმირთან და უკვე კოლეგად ქცეულ მუსიკოსთან ერთად თავისი ჰიტის – bad guy ალტერნატიული ვერსია გამოუშვა.

არანაკლებ ემოციური აღმოჩნდა სანახაობის ის ნაწილი, როცა ბიბერმა YouTube-ზე სადებიუტო სინგლი – One Time ჩართო და ათასობით მსმენელთან ერთხმად იმღერა.

,,მალე შევხვდებით” – თქვა ჯასტინმა კონცერტის დასასრულს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ის უახლოეს პერიოდში ტურნეს დააანონსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები