Netflix-მა ახალი დოკუმენტური სერიალი კაილი მინოუგის შესახებ, სახელწოდებით Kylie დააანონსა. სერიალის მოახლოებულ პრემიერასთან დაკავშირებით, ქსელში შემსრულებელმაც დაწერა და სიახლე გულშემატკივრებს ემოციური პოსტით ახარა.
ოფიციალური თრეილერის მიხედვით, სამნაწილიანი პროექტი მიმოიხილავს არტისტის 50-წლიან კარიერასა და პირად ცხოვრებას. ის მოიცავს ექსკლუზიურ ინტერვიუებს, აქამდე უნახავ ინტიმურ არქივებს, სახლის ვიდეოებსა და ფოტოებს.
სერიალში მომღერალი ღიად საუბრობს თავის წარმატებებზე, გამოწვევებზე, საჯარო კრიტიკასა და ჯანმრთელობის პრობლემებთან, მათ შორის მკერდის კიბოსთან ბრძოლაზე.
კაილისთან ერთად, სერიალში ვიხილავთ მის ახლობლებსა და კოლეგებს – დანი მინოუგს, ჯეისონ დონოვანსა და ნიკ ქეივს.
,,კაილის” პრემიერა ,,ნეტფლიქსზე”, 20 მაისს შედგება.