კაილი მინოუგი ავსტრალიის საფეხბურთო ლიგის (AFL) გრანდიოზულ ფინალზე იმღერებს. არტისტი მელბურნის კრიკეტის მოედანზე 100,000-იანი მაყურებლის წინაშე ტურნირის დასკვნითი მატჩის დაწყებამდე წარდგება.
როგორც ცნობილია, მუსიკოსი კლასიკურ ჰიტებთან ერთად უახლეს პოპულარულ სიმღერებსაც შეასრულებს.
ორგანიზატორების თქმით, ეს იქნება ყველაზე მასშტაბური და ძვირადღირებული წინასამატჩო შოუ AFL-ის ისტორიაში. სცენაზე წარდგება დაახლოებით 100 მოცეკვავე, გამოყენებული იქნება გიგანტური თეთრი პირამიდა და სპეციალური საჰაერო აკრობატიკა, რომლის დროსაც კაილის ჰაერში აიყვანენ.
მომღერლის განცხადებით, მისთვის ეს გამოსვლა ,,შინ დაბრუნებას” ჰგავს, რადგან თავად მელბურნელია.
გავრცელებული ინფორმაციით, შემსრულებელი ამ წარმოდგენისთვის 3 მილიონ ავსტრალიურ დოლარს (დაახლოებით 2 მილიონ აშშ დოლარს) მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ AFL ბოლო წლებში აქცენტს საერთაშორისო ვარსკვლავებზე აკეთებდა, რამაც ადგილობრივი მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლების კრიტიკა გამოიწვია, კაილის მოწვევა კი ამ კრიტიკაზე პასუხია.
ცნობისთვის, ბოლო წლებში AFL-ის ფინალური მატჩის წინა შოუები მუსიკალურად სნუპ დოგმა (2025), კეტი პერიმ (2024), KISS-მა (2023) და რობი უილიამსმა (2022) გააფორმეს.
ავსტრალიის საფეხბურთო ლიგის (AFL) ფინალი, 26 სექტემბერს შედგება.