კაილი მინოუგის 2023 წლის სიმღერა – Padam Padam ასაკობრივი დისკრიმინაციის (ეიჯიზმის) წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.
საქმე ისაა, რომ მაშინ, როცა სიმღერა გამოვიდა, დიდმა ბრიტანულმა რადიოსადგურებმა, მათ შორის BBC Radio 1, ის თავიდან ,,ფლეილისტში” არ ჩასვეს. მიზეზად დასახელდა ის, რომ კაილი (მაშინ 55 წლის) ,,ზედმეტად ძველი” და ,,ხანდაზმული” იყო მათი ახალგაზრდული აუდიტორიისთვის.
რადიოების იგნორირების მიუხედავად, სიმღერა TikTok-ზე ვირუსული გახდა. ახალგაზრდა თაობამ ის აიტაცა, შეიქმნა უამრავი ,,მიმი” და ცეკვა, რამაც სიმღერა ჩარტების სათავეებში მოახვედრა.
მას შემდეგ, რაც Padam Padam გლობალურ ჰიტად იქცა, რადიოსადგურები იძულებული გახდნენ, ის ეთერში დაებრუნებინათ. ამით კაილიმ დაამტკიცა, რომ მუსიკას ასაკი არ აქვს და ,,გეითქიპერები” (რადიო პროგრამისტები) ვეღარ წყვეტენ, რას მოუსმენს ხალხი.
სიმღერის გარშემო ატეხილი ხმაური იქცა ისტორიად, თუ როგორ დაამარცხა ინტერნეტის ძალამ და არტისტის ენერგიამ მოძველებული ინდუსტრიული სტანდარტები.