ჯანდაცვის მინისტრი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქუთაისის რაიონულ სამსახურში იმყოფებოდა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო პერსონალს შეხვდა და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა. მათ შორის იყვნენ სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადის წევრები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, რეანიმაციული ღონისძიებებით, გულგაჩერებული მამაკაცი გადაარჩინეს.
„ჯანდაცვის მინისტრმა, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათი როლი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.