LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც უფრო მეტად გიყვარს, ალბათ, მით უფრო უკონტროლო ხდები“ – დავით დვალი

364
დავით დვალი

მსახიობი დავით დვალი ფართო აუდიტორიამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მე-19 სეზონიდან გაიცნო. მისი პერსონაჟი პოლიციელი გაჩა ზვერაძეა, რომელმაც ტელემაყურებლის ყურადღება მაშინვე მიიპყრო.

ვიდეო: „როგორი ტკბილი ხმა ჰქონია, მისი მეშინოდა და ახლა მგონი მიყვარდება” – „პოლიციელი ზვერაძე” ნიანგი გენას სიმღერას ასრულებს

დავით დვალი აღნიშნულ როლზე, ეკრანულ და რეალურ ცხოვრებასა და საკუთარ პიროვნულ თვისებებზე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში საუბრობს და ასევე ჰპასუხობს კითხვას, „რამ შეიძლება დააკარგვინოს ემოციების კონტროლის უნარი“.

„საყვარელმა ადამიანმა… რაც უფრო გიყვარს, ალბათ, მით უფრო უკონტროლო ხდები, თუ ეს საყვარელმა ადამიანმა გამოიწვია, რადგან მეტად ემოციური ხარ. მხოლოდ შეყვარებული არ მოიაზრება – შეიძლება, საყვარელი ადამიანი იყოს მეგობარი, ოჯახის წევრი…

ემოციებზე კონტროლი საყვარელმა ადამიანმა შეიძლება დამაკარგვინოს, როცა მის ისეთ საქციელს წავაწყდები, რასაც არ ველოდები.

– ემოციებზე კონტროლის უნარდაკარგული როგორ იქცევით?

წონასწორობას იშვიათად ვკარგავ, მაგრამ თუ ასე მოხდა, ჩემი დაოკება რთულია. ჩემი ცუდი თვისებაც ესაა, რომლის შესახებაც მკითხეთ…

თვალები თუ ჩამისისხლიანდა და ბინდი გადამეკრა, მორჩა – კონფლიქტშიც ღრმად შევდივარ, ოღონდ – ეს უკიდურეს შემთხვევაში ხდება.

თმენის უნარი მართლა მაქვს: ბოლომდე, სადამდეც შეიძლება, კონფლიქტს არ ვაღვივებ, მაგრამ თუ გავაღვივე, მორჩა [იღიმის]“, – ამბობს დავით დვალი.

„გაჩა ზვერაძეს“ რეალურ ცხოვრებაში გინება არ უყვარს: „ჩემი ავტომობილის დაზიანებას როლთან კავშირი არ აქვს…“

დავით დვალის ინტერვიუს სრულად წაიკითხავთ ჟურნალ „გზის“ 22 აგვისტოს ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g