LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოგი ძალიან არაადეკვატურად აღიქვამს მსახიობის როლს და აიგივებს როლს და პერსონაჟს ერთმანეთთან” – სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ მსახიობის ავტომობილი დააზიანეს

283
BeFunky-collage (1)

სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები” მსახიობის, დავით დვალის მანქანა დააზიანეს. შემთხვევა მსახიობის სახლთან, პარკირებაზე მოხდა.

როგორც დავით დვალი ამბობს, უცნობი პირი დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში მანქანას წიხლებს ურტყამდა. დვალი ამბობს, რომ ფაქტის ამსახველი კადრები ეზოში მდგარმა კამერამ დააფიქსირა.

„დღეს დილას დამირეკა მეზობელმა, რომ შენი მანქანა დაზიანებულია და რა ხდებაო. რომ ჩამოვედი ძალიან ცუდ მდგომარეობაში დამხვდა. ჯერჯერობით ამოუცნობი პირი, დაახლოებით, 4 წუთის განმავლობაში წიხლებით აზიანებდა მანქანას. ფაქტი არის ძალიან სამწუხარო, ვანდალიზმია. როგორც ჩანს, კვალის დაფარვის მიზნით, შემდეგ რომ გვეფიქრა, რომ ზემოდან რაღაც გადმოვარდა და იმიტომ დაზიანდა ავტომობილი, გადმოგდებულია დიდი საგანი […] ყველაფერი დასაშვებია. ზოგი ძალიან არაადეკვატურად აღიქვამს მსახიობის როლს და აიგივებს როლს და პერსონაჟს ერთმანეთთან”, ამბობს დავით დვალი ფორმულასთან საუბარში.

ვიდეო: რას ამბობს ჩცდ-ს ჯეკო გათავისუფლების შემდეგ – ანი ტყებუჩავა სახალისო კადრებს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები